Saturday, October 11, 2014

მერვე დღე

შევქმენით რესურსები განსაკუთრებული საჭიროების და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებისათვის.

Sunday, October 5, 2014

მეშვიდე ღე

შევქმენით შეფასების რუბრიკა. განვსაზღვრეთ შეფასების რუბრიკის კრიტერიუმები და გამოვთვალეთ მაქსიმალური ქულები.
 აღვნიშნეთ მასწავლებლის დღე.
P.S.  ვულოცავ ყველა პედაგოგს ამ დღეს და წარმატებებს  ვუსურვებ <3

Saturday, October 4, 2014

მეექვსე დღე

ეს დღეც საინტერესო იყო.
ვისწავლეთ ბლოგის ფონის შეცვლა,  სურათების ატვირთვა, ბლოგის რედაქტირება.
დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო  ნაშრომის  შექმნა. დავწერეთ პროექტის პროცედურები.

წარმატება, წარმატების ხელოვნება.mp4

Sunday, September 28, 2014

მეხუთე დღე

გავიხსენეთ შეფასება და შეფასების დროის ჩარჩო. მოდული 3  მთლიანად გავიარეთ.  გავეცანით საავტორო უფლებების ქაოსს.  ვისწავლეთ მულტიმედიური რესურსების მოძიება -  ინტერნეტ კავშირი; ელექტრონული ფოსტის და online chat - ის გამოყენება; youtube - დან  ვიდეოს გადმოტანა  blog - ზე. დავიწყეთ ჩვენი პრეზენტაციის
 Power- Point -ში გაკეთება.  დასრულებული ვერსია ავტვირთეთ  drive - ში, გადავიტანეთ ჩვენს ბლოგზე და გამოვაქვეყნეთ. .

ჩემი პროექტის პრეზენტაცია

არასოდეს არ დანებდე!

5 რჩევა სტივ ჯობსისგან

Saturday, September 27, 2014

მეოთხე დღე

დავასრულეთ მეორე მოდული. გავეცანით პროექტზე მუშაობის განრიგს თუ როგორ გამოიყურება დროში გაწერილი გეგმა.  შევქმენით შეფასების დროის ჩარჩო.  გავეცანით შეფასების 5 საკვანძო მიზანს. ჩვენი  პროექტისთვის დავწერეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვები.

Sunday, September 21, 2014

მესამე დღე

გავაგრძელე მშობლის ბუკლეტზე მუშაობა.  დავიწყე პროექტის გეგმის წერა, სადაც გავსაზღვრე მიზნები და მისაღწევი შედეგები. ვისწავლეთ ჩვენი ფოლდერის  დაარქივება და ჩვენს მაილზე გაგზავნა.

Saturday, September 20, 2014

მეორე დღე
გავაგრძელეთ მუშაობა სახელმძღვანელოში  I მოდულის   II ნახევრიდან. ვისწავლეთ ბლოგებზე კომენტარების გაკეთება. შეფასების რუბრიკა გადავიტანეთ ჩვენს პორტფელიოში. დავიწყეT მშობლის ბუკlეტის მომზადება, რომელიც გადავიტანეთ სასწავლო გეგმის პროექტში. ინტერნეტიდან გადმოვწერეთ სურათები და ჩავსვით  ბუკლეტში.  გავეცანით პროექტის განხორციელების 4 მიზანს. ვიწყებ პროექტზე  ''როგორ გავხდე წარმატებული'' მუშაობას.

Friday, September 19, 2014

ტრენინგის პირველი დღე

გავეცანით სახელმძღვანელოს - კურსი არის 9 დღიანი. მოიცავს 36 საათს. მე-9 დღეს უნდა გავაკეთოთ პრეზენტაცია. გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევებს,  რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ჩემი პროექტი.  შევქმენით პორტფოლიო. გავეცანით გეგმის შაბლონს, სადაც გადავიტანეთ პროექტის გეგმა.  ვნახეთ პროექტის მაგალითები.  მივიღეთ საშინაო დავალება - მოგვეფიქრებინა ჩვენი პროექტის სათაური. გადაგვეხედა სხვა პროექტებისთვის და ამოგვერჩია საუკეთესო, რითაც ვიხელმძღვანელებდით.